ნებისმიერი ჩვენგანი, "ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას განაცხადა.
„კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე-მეთქი, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაშიც იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, ნებისმიერი ჩვენგანი, "ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ. ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.