ხვალ, 22 იანვარს, 12:00 საათზე, გორში, გურამ პაპუაშვილის სახელობის სპორტულ სკოლაში, ქ. გორის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ძიუდოში ერთდღიანი ღია პირველობა გაიმართება. შეჯიბრება გორის სპორტული სკოლის დარბაზში საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდება.
ტატამზე პირველობისთვის 8 წონით კატეგორიაში ერთმანეთს გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე შეეჯიბრება.