"ალიანსი საქართველოსთვის" ნოემბერში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკაშირებით ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა.
როგორც ალიანსის თანათავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო მიტინგების მორიგ ტალღას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ის შედეგზე იქნება ორიენტირებული.
ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აქციებში მონაწილეობა-ბოიკოტირების თაობაზე მხოლოდ აქტიის ორგანიზატორებთან კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდებიან.
"ჩვენ აქციის ორგანიზატორებთან ჯერ კონსულტაციებს გავივლით, რათა გავიგოთ, რა მიზანს ატარებს მიტინგები და იმ შემთხვევაში, თუ ისინი მართლაც მიზანმიმართული იქნება, მასში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისიდან არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის კვლავ რადიკალურ გზას დაუბრუნდება და დედაქალაქში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის დაწყებას გამოაცხადებს.