პარლამენტის შენობის წინ დევნილთა საპროტესტო აქციას "სახალხო კრება" შეუერთდება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენ"-ს სახალხო კრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გოგი ქავთარაძემ განუცხადა. მისი ^თქმით, აუცილებელია, რომ აქციამ მიიღოს მასშტაბური სახე, რათა დევნილების გამოსახლების პროცესი შეწყდეს.
"ხელისუფლება ისევ ახორციელებს საკუთარი ხალხის დევნას. აქციები უნდა გაგრძელდეს და უნდა მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ხალხი. სახალხო კრება აქციას აქტიურად შეურთდება", - განაცხადა გოგი ქავთარაძემ.
პარლამენტის წინ დევნილების აქცია რამდენიმე წუთია რაც დაიწყო. დვენილებთან ერთად აქციაზე იმყოფებიან კონსერვატიული, ხალხის, მწვენეთა პარტიის, თავისუფალი დემოკრატებისა და სახალხო კრების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს დევნილების გამოსახლება.