ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ შეთქმულებას ახორციელებს, _ ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დევნილების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ქმედება, რომელიც უკავშირდება დევნილების გამოსახლებას, სრულიად უკანონოა.
"ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს ყველა, როცა აცხადებს, რომ ეს გამოსახლების პროცესი თვითონ დევნილებმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა იცოდნენ. ეს პროცესი ხდება სრულიად უკანონოდ და ის ფართები, რომლებიც ხელისუფლებამ გამოყო ფოცხოსა და ეწერში, არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს. ეს სოფლები ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტითაა დაშორებული, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს პროცესი და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ხალხის დევნა," - განაცხადა ლორქიფანიძემ.