გაეროს გენერალური მდივანი პან გიმუნი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს მხარს უჭერს. აღნიშნული ფორმატისა და მთლიანად საქართველოსადმი მხარდაჭერა პან გიმუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილუართან აბუდაბიში გამართულ შეხვედრაზე დააფიქსირა.
"აბუდაბიში გამართული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა მქონდა პან გიმუნთან. დიალოგი მიეძღვნა ჟენევის მოლაპარაკებებებს. ამ ფორმატისა და საქართველოსადმი მან გაეროს სახელით მხარდაჭერა დააფიქსირა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.
შეგახსენებთ, რომ გილაური აბუდაბიში 4 დღიანი ვიზიტით 16 იანვარს გაემგზავრა. პან გიმუნთან შეხვედრაზე მან გაეროს გენერალურ მდივანს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.