ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის შეფასებით ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციით "ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა".
"იმისთვის, რომ საქართველის დეოკუპაცია მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებით განხორციელდეს და რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, პირველ ყოვლისა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და სიმართლეს გაუსწოროს თვალი. ევროპარალმენტის რეზოლუცია კიდევ ერთი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ბარამიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა გუშინ საქართველოს საკითხზე პირველი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "ოკუპირებულ" ტერიტორიებად არის მოხსენიებული.