ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრი" მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო სპექტაკლებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკმებრის სპექტაკლები
"შეყრა" და "გაყრა" გაუქმდა!!!
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით.
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი (გაიხსნება დაბრუნების ღილაკი).
გილოცავთ ახალ წელს,იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად", - წერია განცხადებაში.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ანდრო ჭიჭინაძე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.