ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ახალ რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრისას განუცხადა.
"ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე.
როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია გასულია კანონიერი ჩარჩოებიდან. შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და გადავიდეს შეტევაზე. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია, სადაური წესი არის. ბევრი მიზეზი აქვს რატომაც არის ევროპის ქვეყნებშიც აკრძალული და ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?!" - თქვა პაპუაშვილმა.