რუსთაველის გაზმირზე აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მომიტინგეების თქმით, ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება.
ადგილზე იყო დაპირისპირება.
„არაფერი არ გვქონდა გადაკეტილი, 3 ადამიანი იდგა გაზონზე და ამის გამო დაიწყეს ეს უმსგავსო საქციელი, სიტყვებით ვერ აღვწერ, დაკავება რის გამო დაიწყეს ეგეც არ ვიცი, ტროტუარზე ვიდექით ხალხი, თვითონ ჰქონდათ გაზა გადაკეტილი ქაშვეთის მხარეს და დაიწყეს ჩვენი დაკავება. ვისაც ხელი მოკიდეს და ვისი წაყვანაც შეძლეს, 40 კაცი მისდევდა ერთ ადამიანს, ყველა დააკავეს, წიხლებით ტენიდნენ ადამიანებს მანქანაში, ხერხემალში ლამის გადაამტვრიეს ბიჭი, არ ვიცი, სიტყვებით ვერ აგიხსნით ეს რა სანახაობა იყო“, -თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მთავარ არხთან“.
თავიდან გავრცელდა ცნობა 5 დაკავებულის შესახებ, თუმცა ამ დროისათვის უცნობია ჯამში რამდენი პირი დააკავა პოლიციამ.