საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.
ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.