უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს, 3 ნოემბერს, გუნდთან ერთად ბერლინში ჩავიდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარე იულია კლოკნერთან.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაში.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დიპლომატიური კოორდინაცია: წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ჩვენი ენერგეტიკის მხარდაჭერა. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მოლაპარაკებების პრიორიტეტები“, -წერს ზელენსკი.