პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხმოსნები, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და სხვა საეკლესიო იერარქები.
ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ შეკრების საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს.