წითელი ბარათი ყაველაშვილს - ამ სახელწოდებით, თბილისში დღეს დილის 9 საათიდან აქციაა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.
ასევე, 10 საათიდან საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს ორბელიანების სასახლესთან ელოდება.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას პარლამენტის შენობაში, 11 საათზე გეგმავს.