ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ალარ კარისი X-ზე წერს, მან სალომე ზურაბიშვილის და საქართველოს მოქალაქეების მიმართ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა.
„ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.
საქართველოს მომავლმა ხელისუფლებამ აუცილებელია იპოვოს გზები დემოკრატიულ პროცესებში ნდობის აღსადგენად. მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - წერს ალარ კარისი.