მიხეილ ყაველაშვილი თავისი თვისებებით, გამოცდილებით, პოლიტიკური კარიერით, თავისი კარიერით, როგორც სპორტსმენი, რომელიც ადამიანების გულებს ახარებდა, იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესების მთავარი გამტარებელი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრიოტიზმი ის თვისებაა, რომელიც ყაველაშვილის ბევრ წინამორბედს არ აღმოაჩნდა.
„მიხეილ ყაველაშვილი თავისი თვისებებით, გამოცდილებით, პოლიტიკური კარიერით, თავისი კარიერით, როგორც სპორტსმენი, რომელიც ადამიანების გულებს ახარებდა, ვფიქრობ, იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესების მთავარი გამტარებელი იყოს. პატრიოტიზმი, ეს არის ის თვისება, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ მის წინამორბედს არ აღმოაჩნდა. ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე. მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც ამ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტი და უკვე ამ სტატუსიდან ხალხის ინტერესიდან გამოვა უპირველეს ყოვლისა და ამას დააყენებს ყველაზე მაღლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ფუნქციებს და უფლებამოსილებებს, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდება, რადგან სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დააზიანა.
„ეს ინსტიტუტი აქცია კონსტიტუციის დარღვევის ინსტრუმენტად, გარედან ქვეყნის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად და აქცია ადგილად, თუ ინსტიტუციად, რომელთანაც უკვე აღარ იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის ინტერესები. ასე რომ, მას ამ მძიმე მემკვიდრეობის შემობრუნება, შეცვლა მოუწევს ქართველი ხალხის თვალში, თუმცა მისი თვისებები, როგორც ლიდერის ვფიქრობ, ამას შეაძლებინებს და ამ მხრივ, ვუსურვებ წარმატებას და, რა თქმა უნდა, ამ რთულ გზაზე მას ჩვენი გვერდში დგომა ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.