საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
საზმაუსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელ მეშახტეებს და მათ პრობლემებზე საუბრით გახსნეს „სახალხო ეთერი“.
საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ითხოვენ დღის ეთერს. 25 დეკემბერს გამართულ აქციაზე დაანონსდა, რომ პირველი არხის შენობის წინ მოეწყობა „სახალხო ტელევიზია“, სადაც იმ თემებზე ისაუბრებენ, რომელთა განხილვასაც მაუწყებლის ეთერიდან მოითხოვენ.
ფოტო: პუბლიკა