თსუ-ის კორპუსიდან ,,ზურაბ ჟვანიას მარში” დაიწყო.
"მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - ამ შინაარსის ბანერი აქვთ პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი, რომლებიც რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მსვლელობაში ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია და შვილი, ლიზა ჟვანია მონაწილეობენ.
"სულ იმაზე ვფიქრობ, ზურა როგორ მოიქცეოდა, როგორ შეეცდებოდა, რომ ყველა მხარესთან საერთო ენა გამოენახა. მძიმე სიტუაციაა. სულ იმაზე ვფიქრობ, ზურა როგორ მოიქცეოდა, როგორ შეეცდებოდა, რომ ყველა მხარესთან საერთო ენა გამოენახა. იყო პოლიტიკოსი, რომელიც გზების ძიებაში იყო და ადამიანური კავშირი ჰქონდა, რომელიც შემდეგ აძლევდა საშუალებას, რომ საერთო მიზანი და ინტერესი გამოეკვეთა", - ამბობს ნინო ჟვანია.