საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტებისა და ადვოკატთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაკავებულ და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
იურისტებითა და ადვოკატებით დაკომპლექტებული საბჭოს მთავარი მისია ევროპული მომავლის მცველების სამართლებრივი კუთხით დაცვა იქნება.
დღეს, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან სადაც ვიმყოფებით, ის ადამიანები, რომლებიც არიან მძიმე პირობებში, ამ ადამიანებს მერე აპატიმრებენ მიუღებელი ფორმებით და მათ სჭირდებათ დაცვა . ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა როცა სახლში შედიან ჩხრეკისთვის ისე, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა, ამისათვის შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელსაც ვესალმები დღეს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.