თბილისში გერმანისტების მარში იმართება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აპირებენ მისვლას.
გერმანისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და უკანონოდ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.