თბილისში მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში დაიწყო. ისინი ჯერ სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
მარშის მონაწილეები საერთო მოთხოვნებს უერთდებიან - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ფოტო: ტაბულა