უკრაინის საკითხში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაგმო უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა.
„შობა უნდა იყოს მშვიდობის დრო, თუმცა უკრაინას სასტიკად დაესხნენ შობის დღეს. უფლის დაბადების დღეს ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა არასწორია. მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ორივე მხარის ქმედებებს. აშშ, როგორც არასდროს, მტკიცედ განწყობილია რეგიონში მშვიდობა დაამყაროს“, - წერს კიტ კელოგი X-ზე.