რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჰელსინკის კომისია ე.წ. „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.
კომისიის საქმიანობა „მიზნად ისახავს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალებს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი უწყებების და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთისგენერალური პროკურატურის განცხადებაში
ამიერიდან მისი საქმიანობა რუსეთში აკრძალულია და რუსებს მასთან თანამშრომლობისთვის შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროს.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ 2023 წლის მაისში მიმართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დაეშვა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა. როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ATACMS-ის მიწოდება კიევისთვის 2023 წლის სექტემბერში, კომისია მიესალმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.