აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიგრანტების რეკორდული რაოდენობის დეპორტაცია მოახდინა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წელს განხორციელდა 270 000-ზე ადამიანის დეპორტაცია 192 ქვეყანაში, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.
ანგარიშში დეპორტაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია დიპლომატიურ ძალისხმევასთან, რადგან აშშ-ის მთავრობამ შეძლო დაერწმუნებინა უფრო მეტი ქვეყანა, მიეღო მეტი დეპორტირებული მოქალაქე. მაგალითისთვის, 2024 წელს დეპორტაცია განხორციელდა აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რომლებიც წლების განმავლობაში არ იღებდნენ ამერიკიდან დეპორტირებულებს.
დეპორტაციის ასეთივე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა 2019 წელს, დონალ ტრამპის პირველის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. მაშინ ქვეყნიდან 267 000 მიგრანტი გააძევეს.
მეორედ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დებს პირობას, რომ თეთრი სახლის ოვალური ოფისის დაკავებისთანავე, დაიწყებს ისტორიაში მიგრანტთა დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას.
Pew Research Center-ის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 11 მილიონი ე.წ. უსაბუთო მიგრანტი ცხოვრობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ რაოდენობის გათვალისწინებით, არჩეული პრეზიდენტის გეგმის განხორციელებას შესაძლოა მრავალი დაბრკოლება შეხვდეს.