უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა შობის ღამეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასირებული თავდასხმის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და ასზე მეტი თავდასხმის დრონი გაუშვეს.
მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა 50-ზე მეტი რაკეტის და უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძალეს.
„პუტინმა შეგნებულად აირჩია შობა შეტევისთვის, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანუღი? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და ასზე მეტი მოიერიშე დრონი.
სამიზნე ჩვენი ენერგეტიკაა. ისინი აგრძელებენ ბრძოლას უკრაინაში ბლეკაუტისთვის.
წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა დამცველებმა მოახერხეს 50-ზე მეტი რაკეტის და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება. სამწუხაროდ, რამდენიმე რაკეტა სამიზნეს მოხვდა.
ამ დროისთვის შეფერხებები რამდენიმე რეგიონშია. ენერგეტიკის მუშაკები მუშაობენ ელექტროენერგიის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დონბასის ენერგეტიკული კომპანიის ინფრასტრუქტურა.