ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტის“ ცნობით, ხანძარი „ალანია მოლში“ გაჩნდა.
მაშველები ამოწმებენ შენობას და ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, იქ იყვნენ დარჩენილი.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი მოედო სავაჭრო ცენტრის მესამე სართულს და სახურავს. ცეცხლი, სავარაუდოდ, 800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
წინასწარი ცნობებით, „ალანია მოლის“ მეოთხე სართულზე გაზი აფეთქდა.