უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიურ თავდასხმას ახორციელებენ.
„მტერი კვლავ მასიურად უტევს ენერგეტიკულ სექტორს.
გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს აუცილებელ ზომებს მოხმარების შეზღუდვის მიზნით ენერგოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით.
როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ენერგეტიკოსები დააზუსტებენ მიყენებულ ზიანს“, - წერს გალუშჩენკო.
აფეთქების ხმები ისმოდა დნიპროში, კრივი რიჰში, სამარსა და კამენსკოეში.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით უტევდნენ. მისივე ცნობით, ქალაქის სალტოვის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების ხმა იყო ქალაქის კიევის რაიონშიც.
საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა.