უკრაინული მედიის ცნობით, 25 დეკემბერს დილით ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, რუსეთის არმიამ სულ მცირე 7 დარტყმა განახორციელა.
მისივე ცნობით, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.