მოლდოვაში პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა.
სანდუ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით. სანდუმ პრეზიდენტის ფიცი პირველად 2020 წლის 24 დეკემბერს დადო.
ფიცის დადების შემდეგ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლების კრიზისების, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, საზოგადოებამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო.
„ოთხი წლის შემდეგ თავმდაბლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად მივაღწიეთ იმას, რაც არასდროს გაკეთებულა, ერთად შევძელით ის, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა, მაია სანდუ კი მეორე ვადით იქნა არჩეული. მაია სანდუმ ხმების 55,35% მიიღო, მისმა ოპონენტმა პრორუსმა ალექსანდრ სტოიანოგლომ კი 44,65%.