ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ 2024 წლის ივლისში ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ისრაელის სამხედროებმა მოკლეს. იუწყება Reuters
„ამ დღეებში, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰუსიტები“ რაკეტებით ბომბავს ისრაელს, მე მინდა, გავუგზავნო მათ ნათელი გზავნილი, რომ ჩვენ დავამარცხეთ „ჰამასი“, დავამარცხეთ „ჰეზბოლა“, ჩვენ დავაბრმავეთ ირანის თავდაცვითი სისტემა და დავაზიანეთ საწარმოო სიმძლავრეები, ჩვენ დავამხეთ ასადის რეჟიმი სირიაში, ჩვენ სერიოზული დარტყმა მივაყენეთ ბოროტების ღერძს. ჩვენ ასევე მივაყენებთ მძიმე დარტყმას ტერორისტ „ჰუსიტებს“ იემენში, რომლებიც წინააღმდეგობის უკანასკნელ კერად რჩებიან. ჩვენ მწყობრიდან გამოვიყვანთ მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, თავს მოვკვეთავთ მათ მეთაურებს, როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიასთან, სინვართან და ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანაში“, – განაცხადა ისმაილ კაცმა.
შეგახსენებთ,, "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, ივლისში მოკლეს.