ირანის დედაქალაქ თეირანში მოძრაობის „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს.
ინფორმაციას ჰამასი ადასტურებს. იუწყება BBC
ისმაილ ჰანიე გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაში იღებდა მონაწილეობას.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც მოძრაობის ლიდერი დაიღუპა, ისრაელმა განახორციელა.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს თეირანში ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო.
გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ირანი მომხდარს იძიებს.