კონგრესის წამყვანი წევრების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, იანვრის დასაწყისში, ახალ კონგრესში MEGOBARI აქტის ხელახლა წარდგენას. ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს.
‘ახალი!!!! კონგრესის წამყვანი წევრების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, იანვრის დასაწყისში, ახალ კონგრესში MEGOBARI აქტის ხელახლა წარდგენას. ეს დღეს კონგრესის სამმა წყარომ დამიდასტურა.
კანონპროექტი მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, - წერს ჟურნალისტი.