2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში ეწერა, რომ არჩევნები თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ასეთი დასკვნა კი 2024 წლის ანგარიშში არ არსებობს, რაც, ფაქტობრივად, არჩევნების არაღიარებას ნიშნავს, - ამის შესახე პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯანელიძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და წერს, "კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის".
მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაფერია ნახსენები დასკვნაში, კობახიძემ ასეთი შინაარსი გამოიტანა (თანდართულია ფოტო). კარგად ჩანს, ვის აქვს პრობლემა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის, კობახიძეს თუ საზოგადოებას". - წერს პაპუნა ჯანელიძე.