„ქართული ოცნების“ 13 წარმომდგენელს ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანოთ ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ლატვიაში ამ პირებს შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ“, - წერს ბრაჟე.