საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა წევრმა სახელმწიფომ დღეს ვენის მექანიზმი გაააქტიურა.
საფრანგეთმა საქართველოს მთავრობას კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.
„მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ვენის მექანიზმი უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.