„ქართულ ოცნებაში არის კიდევ 41 000 წარმომადგენელი, მაგრამ რატომღაც ბრიტანეთის მინისტრმა დაურეკა ერთ ადამიანს, რომელიც ამჟამად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
"ბრიტანეთზე იმას ვიტყვი, რომ დიახ, ვარ ქართული ოცნების წარმომადგენელი და საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი. ქართულ ოცნებაში არის კიდევ 41 000 წარმომადგენელი, მაგრამ რატომღაც ბრიტანეთის მინისტრმა დაურეკა ერთ ადამიანს, რომელიც ამჟამად იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას და ახლა, რაღაც სიტყვებზე გამოკიდებას და ხავსზე მოჭიდებას ჰგავს უფრო ასე ვთქვათ, ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ამ ტვიტს და თუნდაც, კომუნიკაციის ამ ფორმას." - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში სოციალურ ქსელ X-ში განთავსებულ პოსტში მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია