გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთვრობას უნდობლობა გამოუცხადა.
16 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე, უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 394-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 207 დეპუტატი, 116-მა - თავი შეიკავა.
უნდობლობას მხარი დაუჭირეს ბუნდესტაგის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიულმა ბლოკმა, ასევე თავისუფალმა დემოკრატიულმ პარტიამ (FDP), რომელმაც ცოტა ხნით ადრე დატოვა მმართველი კოალიცია.
შოლცს უნდობლობა გამოუცხადეს ასევე მემარცხენე პარტიის, პოპულისტური სარა ვაგენკნეხტის კავშირის (SSV) და ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენლებმა.
მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენება ბუნდესტაგის წინაშე თავად კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა. თავის მხრივ, მმართველი კოალიციის დაშლა შოლცის მიერ ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდერნის გათავისუფლებამ განაპირობა. ლინდერნი კოლიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
გერმანიის ფედერალური კანონის თანახმად, ახლა შოლცი გერმანიის პრეზიდენტს მიმართავს და ბუნდესტაგის დათხოვნის წინადადებით მიმართავს. პრეზიდენტს 21 დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს.
ამ დროისთვის, უკვე მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.