პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა აქციის მონაწილეებს დაუსვან კითხვა: „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესს ვის მისცეს ხმა.
"ერთი მთავარი კითხვა, რაც მინდა ამ აქციის მონაწილეებს დავუსვათ და თქვენც, მედიის წაარმომადგენლებს მინდა მოგიწოდოთ, რომ აქციის მონაწილეებს დაუსვით ეს კითხვა მაშინ, როდესაც ისინი საუბრობენ ხოლმე მაღალ მატერიებზე და რაღაც იდეალისტური წარმოდგენით ითხოვენ...
ხომ აქციებზე დგანან?
ნებისმიერ ჟურნალისტს, დაუსვით ამ მონაწილეებს კითხვა - ვის მისცეს ამ არჩევნებზე ხმა?
ხო ფაქტია, რომ ეს ადამიანები დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ არჩევნებში ხომ? თქვან, ვის მისცეს ხმა? ქართულ ოცნებაზე უკეთესს ვის მისცეს ერთი ხმა უთხრან საზოგადოებას.
ტელევიზორში რომ გამოდიან ხოლმე, პირდაპირ ეთერებს რომ ითხოვენ და ერთვებიან ხოლმე.
ქართველ ხალხს რომ ლექსით ანებივრებენ და ხან არ ვიცი, რაღაც ფრაზებით.
თქვან პირდაპირ ეთერში, ვის მისცეს ხმა პირდაპირ ეთერში". - თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.