"მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება, კაცო, ნუ გადამრიეთ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საერთაშორისო ლეგიტიმაცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაა, რომელმაც ივანიშვილის გუნდის მტკიცებით, თქვა, რომ კონკურენტული არჩევნები ჩატარდა.
"მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ.
ასევე, შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც საპატიო თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით დაუკავშირდა პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა, ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. იქით ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის შემდეგ მაკრონს. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი აძლევს - ამ შენთხვევაში მისი უმრავლესობა, მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და 300 ათასი ადამიანის ხმის გაყალბებას თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია აბსოლუტურად მყარია. მაგრამ 300 ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები იქნება - რა თქმა უნდა, ხუმრობით...
რატომ უნდა მიანიჭოს მაკრონმა ლეგიტიმაცია, მაკრონს ვინ ეკითხება ლეგიტიმაციის მინიჭებას? საერთაშორისო ლეგიტიმაცია არის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა კონკურენტული არჩევნები. წერტილი..
მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება, კაცო, ნუ გადამრიეთ? თავის პრემიერს ვერ იმასშვება... '', -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.