ახალ არჩევნების, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები იმართება.
საპროტესტო მსვლელობას მუსიკოსებმაც მოაწყვს. ისინი კონსერვატორიის შენობიდან დაიძრნენ.
მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები სხვა უკანონო დაკავებულებთან ერთად ითხოვენ კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტის ანრი კაკაბაძის საპატიმროდან გათავისუფლებასაც. მუსიკოსების სფეროს წარმომადგენელთან ერთად აქციაში მონაწილეობენ მსახიობებიც.
აქციაში მონაწილეობას იღებს ირმა სოხაძეც, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.
"არც ვმალავ ჩემი პოლიტიკურ გემოვნებას, რაშიც ვიყავი სრულიად დარწმუნებული, დღეს ვარ ძალიან გაწბილებული და შეძრწუნებული იმით, რაც ხდება, ეს არის სრული ნგრევა ჩემი იმედების, რწმენის, ამდენი ადამიანის რწმენის.
როცა შენი მოსახლეობის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ურტყამ, იჭერ, წამლავ, შეიძლება რომ ამაზე არ აღშფოთდე?
მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს რომ დამთავრდება, მართლა როგორც ცუდი სიზმარი," - განუცხადა ირმა სოხაძემ "მთავარ არხს".