IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავენ. -მათი ნაწილი ჯერ პარლამენტის შენობამდე მივიდა, ახლა კი გმირთა მოედანზე არიან. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი,. ისინი სკანდირებენ: "საქართველო!"; "საქართველოს გაუმარჯოს!".
პროგრამისტები, დეველოპერები და IT-ში დასაქმებული სხვა ადამიანები 2 დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტპატიმრებსაც და საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.