რუსეთმა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტალური ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" უკრაინაზე იერიშისთვის.
წყაროები, "ორეშნიკის" გამოყენებას მიიჩნევენ უფრო მეტად დაშინების მცდელობად, რასაც არ შეუძლია გარდატეხის შეტანა ომის მსვლელობაში. "ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოახდინოს უკრაინის ტერორი, რომელიც წარუმატებლობას განიცდის", - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის იერიში და აღნიშნა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ATACMS-ის ტიპის ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა .
მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს შეტევა "უპასუხოდ არ დარჩება."