შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოს დროშები, ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს.
დემონსტრანტების თქმით, ამ ფორმით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ფოტო: პუბლიკა