უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი X-ზე წერს.
ორბანის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. მისივე ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც.
რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში, ორბანი არ აკონკრეტებს.