ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.
მისი თქმით, 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე.
"ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე", - თქვა მდინარაძემ.