NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს.
"ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია. ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ფასეულობებზე, რომლებიც გულისხმობს თავისუფლების პატივისცემას. მე მწამს, რომ ეს ფასეულობები არის ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას და არ მოხდეს უკუსვლა", - თქვა რუტემ მინისტერიალის დაწყებამდე.