უეფას ოფიციალურ საიტზე 2010 წლის სიმბოლური ნაკრების სია გამოქვეყნდა. სიმბოლურ ნაკრებში "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი და 6 ესპანელი სპორტსმენი მოხვდა.
უეფა-ს 2010 წლის სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე - იკერ კასილიასი ("რეალი", ესპანეთი);
მარჯვენა მცველი - მაიკონი ("ინტერი", ბრაზილია);
ცენტრალური მცველები - ჟერარდ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ესპანეთი);
მარცხენა მცველი - ეშლი კოული ("ჩელსი", ინგლისი);
ცენტრალური ნახევარმცველები - ხავი ("ბარსელონა", ესპანეთი), ვესლი სნეიდერი ("ინტერი", ჰოლანდია);
მარჯვენა ნახევარმცველი - კრიშტიანუ რონალდუ (""რეალი", პორტუგალია);
მარცხენა ნახევარმცველი - ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი);
ფორვარდები - ლეო მესი ("ბარსელონა", არგენტინა), დავიდ ვილია ("ვალენსია"/"ბარსელონა", ესპანეთი);
მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო ("ინტერი"/"რეალი", პორტუგალია).
სიმბოლური ნაკრები გულშემატკივართა გამოკითხვით შედგა. ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო, 11 ფეხბურთელისთვის და პლუს, მწვრთნელისთვის მიეცა ხმა უეფა.ცომ-ზე.
ამ გამოკითხვას უეფა 2002 წლიდან ატარებს, თითოეულ პოზიციაზე 5 ფეხბურთელს და 5 მწვრთნელს ირჩევს. მასში 2008 წელს თემურ ქეცბაიაც იყო შეყვანილი.