არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო სიმეონე იტალიის სერია-A-ს კლუბ "კატანიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იტალიურ კლუბში სიმეონე "სან ლორენცოდან" გადავიდა.
40 წლის სიმეონე "კატანიაში" 2012 წლამდე იმუშავებს.
სიმეონეს იტალიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს ის იტალირ კლუბებში - "პიზაში", "ინტერში" და "ლაციოში" თამაშობდა.
არგენტინის ნაკრებში სიმეონეს 100 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. მას ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე (1994, 1998, 1998 და 2002) აქვს მონაწილეობა მიღებული.
იტალიის ჩემპიონატში "კატანია" ამ დროისთვის 15-ე ადგილზე იმყოფება.