სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის კარიმ ხანის ოფისმა, განაცხადა, რომ მიანმარის შეიარაღებული ძალების მეთაურის და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, მინ აუნ ჰლაინგის დაპატიმრების ორდერის გამოცემას გეგმავს.
მას ბრალი ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მიანმარსა და ბანგლადეშში როჰინჯის ხალხის დეპორტაციასა და დევნაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ ჩაატარა ვრცელი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისა, რომ მინ აუნ ჰლაინგის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრა მიანმარსა და ბანგლადეშში როჰინჯების დეპორტაციასა და დევნაზე.
როგორ Reuters-ი აღნიშნავს, საკითხს განიხილავს სამ მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით სამი თვე დასაჭირდება.