ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ აქციას და სტუდენტების მოთხოვნას, რექტორის ჯაბა სამუშიას გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხო საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!“ - წერს მდინარძე.
ცნობისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და უნივერსიტეტის სტუდენტები, იმყოფებიან და მათი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.